Thumbnail

PREVIEW | ჩელსი შელახული რეპუტაციის აღდგენას იუნაიტედის წინააღმდეგ შეეცდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 18 თებერვალი | ⌚ 23:30 | ⚽ ჩელსი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • 'ალექსისი კეტჩუპის ბოთლივითაა' - ამბობს სოლსკიაერი

ასოციაციის თასის მერვედფინალში, მაურიციო სარის ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ჩელსი სიტისთან სამარცხვინო - 6:0 მარცხის შემდეგ, იუნაიტედთან რეპუტაციის აღდგენას შეეცდება.

მატჩამდე მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალექსის სანჩესი ფორმას აუცილებლად აღიდგენს "შესანიშნავი ფეხბურთელია, როდესაც მწყობრშია ეფექტურად თამაშობს..."

"ხომ გინახავთ კეტჩუპის ბოთლი? გინდა რომ გადმოვიდეს და არ გადმოდის, შემდეგ ერთბაშად წამოვა დიდი მასა... ასე იქნება სანჩესის შემთხვევაშიც, გოლების გატანა თუ დაიწყო, ალღო თუ დაუბრუნდა, შემდეგ მას ვეღარაფერი შეაჩერებს."

იუნაიტედის თანაქალაქელმა სიტიმ ასოციაციის თასზე დაბალი ლიგების წარმომადგენლი ნიუპორტი გასვლაზე 1:4 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე მოასპარეზე 8 გუნდიდან,  6 პრემიერლიგის წარმომადგენელია - მილუოლი და სუონსის სიტი წარმოადგენენე მხოლოდ დაბალი რანგის დივიზიონს.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუნაიტედი და ჩელსი 111 წლის მანძილზე ასოციაციის თასზე მეთექვსტმეტედ ეთამაშებიან ერთმანეთს...

⚽ პრემიერლიგის პირველი ექვსეულის გუნდებთან ჩელსის ასოციაციის თასზე მატჩების სტატისტიკა ასეთია - 4 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება... 11 გატანილი და 3 გაშვებული გოლი...

⚽ ბოლოს საუკეთესო ექვსეულის გუნდს, იუნაიტედმა ასოციაციის თასზე გასვლითი მატჩი 2012 წელს მოუგო, როდესაც არსენალი ემირატებზე 1:3 დაამარცხა...

⚽ ოლე გუნარ სოლსკიაერის იუნაიტედში დანიშვნის დღიდან ყველა გასვლითი შეხვედრა აქვს მოგებული! ამ მატჩებში გუნდმა გაიტანა 12 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1!

კომენტარები

ბოლო ამბები