Thumbnail

მატარაძის ახალი კონტრაქტი - ქართველი საფრანგეთში 2 წლით რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თორნიკე მატარაძეს ნევერმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა
  • ბორჯღალოსანი გუნდში კიდევ 2 წლით დარჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, თორნიკე მატარაძემ ნევერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა მორაგბემ კლუბთან 2+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი. მატარაძე გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება და ამ ორი წლის შემდეგ თუ მოისურვებს, კონტრაქტის გაგრძელებაც შეეძლება. მატარაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდი 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ საბოლოო ვარიანტი სწორედ 2+1 კონტრაქტი აღმოჩნდა.

თორნიკე მატარაძე: 'კონტრაქტი ორწლიანია. გუნდი სამწლიანს მთავაზობდა, თუმცა ამჯერად ასე გადავწყვიტე. ორი წლის შემდეგ დარჩენა თუ მენდომება, კონტრაქტი გახანგრძლივდება. რა თქმა უნდა, ამ ამბავს დადებითად ვაფასებ. ახალი და პერსპექტიული გუნდია, რომელსაც დიდი გეგმები აქვს.

TOP 14-ში ასვლას ვცდილობთ, შეიძლება ახლა TOP 14-ის გუნდებს ვერ შევედაროთ, მაგრამ შარშან აქ იმიტომ მოვედი, რომ სათამაშო დრო მქონოდა და PRO D2-ში დიდი გამოცდილება მიმეღო. ამ კუთხით ჩემთვის ეს ძალიან კარგია. ინფორმაცია გავრცელდა, რომ პაპიძემ სამწლიანს მოაწერა ხელი, თუმცა ჯერჯერობით გურამს ახალ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.'

კომენტარები

ბოლო ამბები