Thumbnail

დრამატული ფინალი რუსებთან - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სამსუნში ევროპის ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა
  • დაძაბული და დრამატული ფინალი რუსებთან

თურქეთის ქალაქ სამსუნში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ევროპის ზამთრის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ყველაზე დიდ წარმატებას ქართველმა მშვილდოსნებმა ბოლოსწინა დღეს მიაღწიერს, როცა ქალთა გუნდურ შეჯიბრებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 

ფინალი

ჩვენს ნაკრებში ირიცხებოდნენ მსოფლიოსა (პირადში) და ევროპის (გუნდურში) ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, გუნდურში ორგზის ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და მისი შვილი ციკო ფუტკარაძე. 

საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში მასპინძელი თურქეთი 6:2 დაამარცხა (57:55; 59:57; 55:59; 59:58).
ნახევარფინალში ფავორიტ უკრაინას ქართველებმა 5:3 მოუგეს (57:57; 57:57, 59:56, 58:58). ამ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე სეტი გამოდგა, როცა ქართველებმა 6-დან 5 ისარი ათიანში მოარტყეს.  

ფინალში ჩვენი მეტოქე იყო რუსეთის ნაკრები. საბოლოოდ გუნდი ეგრეთ წოდებულ გადასროლაში დამარცხდა (იქაც მინიმალურად - 29:30) - 4:5 (58:58, 55:58, 57:55, 59:59). გუნდებს საოცარი მეოთხე სეტი გამოუვიდათ, მხოლოდ თითო 9-იანი, დანარჩენი ყველა ისარი 10-იანში წავიდა. 

გადასროლაში რუსებმა სამივე ისარი 10-იანში მოარტყეს, ჩვენ კი 2 ათიანში და 1 9-იანში. მესამე ადგილზე უკრაინის ნაკრები გავიდა. 

ნაკრების ლიდერი ქრისტინე ესებუა

კომენტარები

ბოლო ამბები