Thumbnail

The Late Late Show - ბექჰემის ქანდაკება, რომელიც რონალდოსაზე უარესია

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე
  • ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას ლოს-ანჯელესში ძეგლი დაუდგეს
  • ქანდაკების საბოლოო ვერსიის ნახვამდე დევიდ ბექჰემს ცოტა ნერვიულობა მოუწია

The Late Late Show with James Corden ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული შოუა. ის ტელეკომპანია CBS-ზე გადის და ინგლისელ მსახიობს, ჯეიმს კორდენს მიჰყავს. კორდენი თანამემამულე ბექჰემს გაეხუმრა და ინტერნეტში გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ გადაცემის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სერიაც გადაიღო.

დევიდ ბექჰემი და ჯეიმს კორდენი

MLS-ის 24-ე სეზონის გახსნის დღეს, ლოს-ანჯელეს გელექსიმ ღონისძიება მოაწყო. სტადიონთან ახლოს, კლუბის ლეგენდის - დევიდ ბექჰემის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას თავად ფეხბურთელი და მისი მეუღლე - ვიქტორია ესწრებოდნენ.

ინგლისელი MLS-ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააფასეს. ორიგინალი ქანდაკება თითქოს უნაკლოა, რასაც ვერ ვიტყვით The Late Late Show-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილ ვერსიაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები