Thumbnail

თუშიშვილი დასაჯეს! გურამი თბილისის გრან პრის გამოტოვებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გურამ თუშიშვილი ტატამზე ორი თვის განმავლოვაში ვეღარ გავა
  • ქართველი ყაზახური ჭიდაობის ტურნირში მონაწილეობის გამო დასაჯეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრის გამოტოვებს. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების თანახმად, ძიუდოისტებს, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში არიან, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. გურამმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ათვლა 25 მარტიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ტურნირი ქართველი ძიუდოისტისთვის სკანდალური გამოდგა. გურამი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ნუგიმაროვს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის გამოც პროტესტის ნიშნად, ხალიჩა ისე დატოვა, მეტოქეს არც ხელი ჩამოართვა და არც გამარჯვება მიულოცა. გურამმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებაც არ ისურვა.

ორთვიან მონაკვეთში თუშიშვილს რამდენიმე ტურნირის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ზაფხულის ევროპული თამაშებისთვის ტატამზე დაბრუნება შეეძლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები