Thumbnail

სკანდალი ქართულ კარატეში - ფედერაციის პრეზიდენტი თაღლითობაშია ბრალდებული

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტს
  • ეს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია 15 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 29 მაისს შედგება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, საქმე კი სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ეხება.

2018 წლის 18-22 აპრილს თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა შოტოკანის მე-9 ჩემპიონატი. საქართველოს კარატეს ნაკრების წევრებისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოყო თანხა ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბასილიამ სახელმწიფოს წარუდგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთში მივლინებული იყო 10 დელეგატი, სინამდვილეში კი რაოდენობა 4 გახლდათ. დარჩენილი 6 დელეგატისთვის გამოყოფილი 10 441 ლარი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა მიითვისა.

კახა ბასილიას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს
📸 ფოტოები: კარატეს ფედერაციის ფეისბუქის გვერდიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები