Thumbnail

2 ბრინჯაოს შანსი - მედლებისთვის ოდიკაძე და კენჭაძე იბრძოლებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრინჯაოს მედლის შანსი ელიზბარ ოდიკაძეს
  • ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალი დათმო

ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველი მოჭიდავეებიც მონაწილეობენ. 9 აპრილს ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მან ნახევარფინალური ბრძოლა ბელორუს ალექსანდრ ჰუშტინთან 2:1 დათმო. ოდიკაძეს ნახევარფინალამდე პოლონელი ბარანი (9:5), ბულგარელ ჩტერევი (7:1) და თურქი იაშარლი (2:0) ჰყავდა დამარცხებული.

სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ(57კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დამამშვიდებელი ეტაპიდან ბრძოლას ვერ გააგრძელბენ, რადგანაც მათი დამმარცხებელი მოჭიდავეები ფინალში ვერ გავიდნენ. რაც შეეხება ნიკა კენჭაძეს (79კგ), ის აზერბაიჯანელ ჰასანოვთან მძიმე ბრძოლაში 6:7 დამარცხდა, მაგრამ ჰასანოვი ფინალში გავიდა და ნიკა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები