- საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა
- ქართული გუნდის აქტივში 6 მაღალი სინჯის მედალია
საფრანგეთში, პარაფარიკაობაში სატელიტ შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა ნაკრებმა ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და 6 მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა!
ნინა თიბილაშვილი ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ხმალსა და რაპირაში. ირმამ A კატეგორიაში იასპარეზა. გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო რაპირაში ბრინჯაო აიღო. შეჯიბრში 8 ქვეყნის პარამოფარიკავეებმა იასპარეზეს.

ფოტოები: Parasport Development Centre of Tbilisi-ის FB გვერდიდან
კომენტარები