Thumbnail

ვან დერ ვაარტმა დარტსში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დანიის ქალაქ ესბიერგში დარტსის ტურნირი ჩატარდა
  • ტურნირში მონაწილეობა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მიიღო
  • ჰოლანდიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა დარტსში პირველი გამარჯვება მოიპოვა

დანიის ღია პირველობაზე დარტსში რაფაელ ვან დერ ვაარტის დებიუტი შედგა. დანიის ქალაქ ესბიერგში ჰოლანდიელმა პირველი შეხვედრა ტომას ანდერსენთან გამართა და მეტოქეს 4:2 მოუგო. ვან დერ ვაარტი 2019 წელს ბრიტანული დარტსის ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ეს ტურნირი ძალიან პოპულარულია - აქ ჩემპიონობა დარტსის ცნობილ მოთამაშეებს, ერიკ ბრისტოუსა და რაიმონდ ვან ბარნეველდს უზეიმიათ.

სამწუხაროდ, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მომდევნო რაუნდში დანიელ მოგენს კრისტენსენთან 4:0 განადგურდა. რაფაელი მომდევნო კვირაში დანიის მასტერსზე იასპარეზებს.

დანიელი კომენტატორი გაოცებული იყო. ''აღფრთოვანებული ვარ, რაფაელმა რამდენიმე მომენტში კარგად იმოქმედა. ამ ტურნირზე სოლიდურად იასპარეზა. ჰოლანდიელმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა, რის შემდეგაც დარტსში წასვლა გადაწყვიტა.

ჰოლანდიელს შვიდ საფეხბურთო კლუბში უთამაშია: აიაქსში, ჰამბურგში, მადრიდის რეალში, ტოტენჰემში, ბეტისში, მიდტიულანდსა და ესბიერგში.

კომენტარები

ბოლო ამბები