Thumbnail

პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანის ოქრო ბრაზილიაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგი გათამაშება ბრაზილიაში
  • ირმა ხეცურიანმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა
  • A კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგი გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამი სპორტსმენით იასპარეზა. მედლებისთვის იბრძოლეს ირმა ხეცურიანმა, ნინი თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა. 

ირმა ხეცურიანმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი და ხმლით ფარიკაობის B კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. ირმამ ფინალში ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა. აქვე აღვნიშნოთ, რომ A კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.

ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები