Thumbnail

დაგვიანებული აღიარება - ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სუმოს ბოსებმა ბაშო შეაფასეს
  • მსაჯების გადაწყვეტილებებმა იმპერატორის თასზე გავლენა იქონია

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო, ტრადიციულად, ბაშოს დასრულების შემდეგ შეიკრიბა. სუმოს მამები ყოველი ბაშოს შემდეგ ზოგადად ტურნირსა და განსაკუთრებით დიდ ჩემპიონთა გამოსვლას აფასებენ. აძლევენ მათ (და არა მარტო მათ) რეკომენდაციებს, რომლებიც სინამდვილეში აუცილებლად შესასრულებელია.

სხდომის დადგენილებიდან: "შიმპანჩოების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია ".

თუმცა მორიგი სხდომა განსხვავებული გამოდგა, რადგან უჩვეულოდ დიდი დრო დაეთმო ერთ ორთაბრძოლას - ბუნებრივია, მომავალი ჩემპიონისა და ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) სკანდალურ ჯახს ვგულისხმობთ (ტურნირის მე-13 დღეს).

ტოჩინოშინი V ასანოიამა

მეტი ამ თემაზე:

ტოჩინოშინი მსაჯების ვერდიქტის მოლოდინში

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი მე-8 მაეგაშირა ასანოიამას ხვდებოდა, მოგების შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ინაღდებდა და ასანოიამას ეწეოდა მოგებების რიცხვით.

ლევანს საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ შეპარვია

ტოჩინოშინმა ილეთით წააქცია მეტოქე და თავიდან მას გამარჯვებაც ჩაუთვალეს, მაგრამ ოიაკატა ჰანარეგომამ (რომელიც ყოფილი სუმოისტი ტამანოშიმაა) ხელი ასწია და მონოის (ხუთი მსაჯის საბჭო) შეკრება მოითხოვა. შედეგად, 6-წუთიანი განსჯის შემდეგ, ტოჩინოშინს წაგება ჩაეთვალა - თითქოს, მან ქუსლი გადააბიჯა. სხვათა შორის, მას მერე, რაც მედიის კრიტიკა დაიმსახურა, ტამანოშიმა მაინც თავის აზრს იცავდა და ამტკიცებდა, რომ მართალი იყო.

ტოჩინოშინი 9-ჯერ შეხვედრია ტამანოშიმას და 2:7 ბალანსი აქვს მასთან. 

დირექტორთა საბჭომ გამოთქვა მწუხარება, რომ "შიმპანჩოების (მთავარი მსაჯები, განსაკუთრებით კი ონომაცუ) ქმედება იყო დამაბნეველი და არასრულყოფილი, რამაც გამოიწვია არასაჭირო აჟიოტაჟი".  

სუმოს ბოსებმა ირიბად აღიარეს, რომ ტოჩინოშინს იმპერატორის თასისთვის ბრძოლის შანსი შეცდომით წაართვეს. 

სუმოს მამების სხდომა
ტოჩინოშინი ისევ ოძეკია

დირექტორთა საბჭოზე ეჭვები გამოთქვეს, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო მსაჯთა კომიტეტის შეფმა აღიარა, რომ სავარაუდოდ, ტოჩინოშინისა და ასანოიამას შეხვედრაში შეცდომა დაუშვეს (ისევე, როგორც ასანოიამას კიდევ ერთ ბრძოლაში მე-11 დღეს). გამოდის, რომ 12-3 ბალანსით გამარჯვებულ ასანოიამას 2 მოგება შეცდომით ჩაუთვალეს. ამან კი აშკარად გადაწყვიტა იმპერატორის თასის ბედი. 

ასანოიამა ახალი იმპერატორის ეპოქაში პირველი სუმოისტი გახდა, რომელმაც ბაშო მოიგო. იაპონელი ფანების გასახარად, თასი იაპონელმა მოიგო 12-3 ბალანსით.

მიუხედავად არცთუ დამაჯერებელი ბალანსისა (ჩემპიონისთვის), მან გამარჯვება ბოლოსწინა დღეს გაინაღდა - მას მერე, რაც ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი კაკურიუ ეფექტური ჰენკათი დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინმა მიზანს მაინც უწია - ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებაც გაინაღდა. 24 ივნისს, როცა ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდება, ლევან გორგაძე კვლავ ოძეკი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები