Thumbnail

ჰიმალაის მთებში 8 დაკარგულ ალპინისტს ეძებენ - შანსები მცირეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჰიმალაის მთებში ნანდა-დევიზე 8 ალპინისტი დაიკარგა
  • მიზეზი შესაძლოა, ჩამოწოლილი ზვავია

ჰიმალაის მთებში 8 დაკარგულ ალპინისტს ეძებენ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათი ცოცხლად პოვნის შანსები ძალზე მცირეა.

რუთ მაკენსი ავსტრალიიდან

8-კაციანი ჯგუფი მას მერე გაქრა, რაც ინდოეთის სიმაღლით მეორე მწვერვალ ნანდა-დევიზე გაემართა. დაკარგულებში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მათ საძებრად ინდოეთმა სამხედრო ავიაცია გამოყო.

4-მა ბრიტანელმა, 2-მა ამერიკელმა, ავსტრალიელმა ქალმა ალპინისტმა და ინდოეთის ალპინიზმის ინსტიტუტის ოფიცერმა ასვლა ჯერ კიდევ 13 მაისს დაიწყეს. მწვერვალი ზღვის დონიდან 7 816 მეტრზეა, თუმცა ალპინისტებს მთის ერთ-ერთი პიკის დალაშქვრა სურდათ, რომელიც მართალია, მხოლოდ 6 477 მეტრზეა ზღვის დონიდან, მაგრამ მასზე ჯერ არავინ ასულა. 

"პირველი ასვლა ისეთივე სახის ხელოვნებაა, როგორც სიმღერის დაწერა, ან ტილოს დახატვა", - წერდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფეისბუქზე. 

ასვლამდე გადაღებული ერთობლივი ფოტო

31 მაისს ეს 8 ალპინისტი საბაზო ბანაკში არ დაბრუნდა და იქ მყოფმა ალპინისტებმაც განგაში ატეხეს. 
სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი მთიდან 27 მაისს ჩამოწოლილი ზვავია. ისინი შიშობენ, რომ ალპინისტები სწორედ ამ ზვავმა ჩაიტანა.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები