Thumbnail

ფრენა, რომელიც ყველაფერს ცვლის - აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. საინტერესო და ექსტრემალური პროექტი ამჯერადაც კომპანია "ევროპაბეთის" აქტიური ჩართულობით განხორციელდა - თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ლილოს მთაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა პარაპლანით იფრინეს.

ექსტრემალურ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანმა: ეტლით მოსარგებლეებმა, პარასპორტსმენებმა, ამპუტანტებმა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირებმა. პარაპლანით ტოტალურად უსინათლო პირმაც იფრინა. 

ევროპაბეთის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა მონაწილეებში აღფრთოვანება და უდიდესი ემოციები გამოიწვია. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები დიდწილად პირობითი ცნებაა და რომ სურვილისა და მცირე ხელშეწყობის შემთხვევაში ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე)
“პროექტი აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2012 წლიდან ხორციელდება და დროთა განმავლობაში, მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება. წლს ყველა რეკორდი მოვხსენით, რადგან სხვადასხვა აქტივობებში 800-მდე პირი ჩაერთო. ვეძებთ და ვპოულობთ ადამიანებს, რომლებიც წლები ვერ გამოდიოდნენ სახლიდან და ამ პროექტის დახმარებით, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. ჩვენთან ერთიანდებიან ომის ვეტერანები, სხვადასხვა მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, პარასპორტსმენები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. როგორც ხედავთ, პარაპლანით ფრენამ ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია. ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: ევროპაბეთი, სოკარი და თბილისის მერია”. 

გოგა კოხრეიძე (უფლებადამცველი, საფრენი ეტლის კონსტრუქციის ავტორი)
"როცა იფრენ, შემდეგ სხვა სივრცეში იწყებ აზროვნებას და სხვა სიბრტყეში იწყებ შეგრძნებების განცდას. მსგავსი ღონისძიებები დიდ საქმეს აკეთებს მათთვის, ვინც სახლში იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ცხოვრება დამთავრდა. პირიქით, ცხოვრება გრძელდება. მთავარია მოინდომო ადამიანმა, გამოიწვიო საკუთარი თავი და შეცვალო სამყარო".

ირაკლი კაპანაძე (საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის პრეზიდენტი)
"ეს არის საზოგადოებრივი სტერეოტიპის დამსხვრევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გარეთ არ უნდა გამოდიოდნენ და აქტიურები არ უნდა იყვნენ. პირიქით, რაც უფრო მეტი ასეთი ადამიანი იქნება აქტიური, მით უკეთესია".

თამაზ ქარსელაძე (მეზღვაური)
"პირველად ვაპირებ გაფრენას. შიში არ მაქვს, მაგრამ კანკალი მაინც ამივარდა. როდესაც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მივხვდი რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო. 

დავით ყვირილიანი (ტოტალურად უსინათლო)
"ჩვეულებრივი ადამიანი აღიქვამს თვალით, მე კი უსინათლო ვარ და აღვიქვავ აზროვნებით, შინაგანი შეგრძნებებით. ყველაზე დიდი ადრენალინი სწორედ ეს არის". 

ნინა თიბილაშვილი (პარამოფარიკავე)
"ძალიან მაგარია, როდესაც უზარმაზარი მთიდან მოფრინავ და თავი ფრინველი გგონია". 

სალომე გოგეშვილი (პარამოცეკვავე)
"გადავწყვიტე რომ ყველაფერი შემიძლია. მე თუ ამას ოდესმე გავაკეთებდი, არ მეგონა. მსგავსი შეგრძნება არასდროს მქონია, ადამიანის შესაძლებლობები კი არის უსაზღვრო. ძალიან მეშინოდა, მაგრამ როგორც კი ჰაერში ავიწიე, საოცარი შეგრძნება იყო. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ სიმაღლის შიშის დავძლიე".

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

📸 ვთამაშობ სიამოვნებისთვის

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები