Thumbnail
  • მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებში საქართველოს მოკრივეთა ნაკრებიც ჩაება
  • პირველ დღეს რინგზე გასულმა ოთხივე ქართველმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

მინსკში დაწყებულ ევროპის ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა დაიწყო საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა. დღეს რინგზე ოთხი ქართველი მოკრივე წარსდგა და ოთხივემ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს ნაკრებიდან პირველი რინგზე არტიუშ გომციანი წარსდგა

უმჩატეს წონაში (-56 კგ) წარმატებული იყო არტიუშ გომციანის გამოსვლა, რომელმაც პოლონელ იაროსლავ ივანოვს სძლია (5-0) და 1/8-ფინალში გავიდა. გომციანის მომდევნო მეტოქე რუსი ბახტოვარ ნაზიროვია, რომელსაც 24 ივნისს დაუპირისპირდება.

75 კგ-მდე, საშუალო წონით კატეგორიაში, სტარტი წარმატებული ჰქონდა გიორგი ხარაბაძეს, რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ სერბი მოლოსლავ სავიჩი ჰყავდა (5-0). გიორგი 1/16-ფინალში აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის დაუპირისპირდება. ბრძოლა 22 ივნისს გაიმართება.

გიორგი ხარაბაძე სერბი მეტოქის წინააღმდეგ

91 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ბეგაძემ ლუქსემბურგელ მიჩელ ერპელდინგს მოუგო (5-0) და 23 ივნისს, 1/8-ფინალში, უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს შეხვდება.

სუპერმძიმე წონის (+91) 1/16-ფინალში მიხეილ ბახტიძე უნგრელ ისტვან ნაგი ბენცეს იოლად გაუსწორდა (5-0), 1/8 ფინალში კი, რომელიც 24 ივნისს ჩატარდება, ირლანდელ დეან გარდინერს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები