Thumbnail

მეოთხე ოქრო საქართველოს - ლევან ნახუცრიშვილმა ფინალში რუსი დაამარცხა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - მესამე დღე
  • ქართველი სამბისტები ბრწყინვალედ ასპარეზობენ
  • ლევან ნახუცრიშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა 

ევროპულ თამაშებში ქართველი სამბისტები ბრწყინვალედ ასპარეზობენ! 74 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ლევან ნახუცრიშვილი რუს მეტოქეს, სტანისლავ სკრიაბინს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი სხვაობით, 5:1 მოიგო. ლევანი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

📺 ვიდეო: ლევან ნახუცრიშვილი V სტანისლავ სკრიაბინი

აქვე ვთქვათ, რომ მცხეთელმა ლევან ნახუცრიშვილმა მთელი ტურნირი შესანიშნავად იარა. ნახევარფინალურ ბრძოლაში მან საბერძნეთის სახელით მოასპარეზე გეორგიოს კირაკოსიანი 5:1 დაამარცხა.

სანამ ფინალური ბლოკი დაიწყებოდა, ქართულმა გუნდმა 3 ბრინჯაო მოიპოვა! პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ.), გენადი ჩირგაძემ (62 კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52 კგ.) საპრიზო ადგილები დაიკავეს.

📋 ყველა სიახლე მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშებიდან

კომენტარები

ბოლო ამბები