Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია NBA-ში 16 წელია თამაშობს
  • არჩევანი მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს შორის
  • 35 წლის ქართველმა ცენტრმა დაასახელა ხუთეული ვის წინააღმდეგაც უთამაშია

ზაზა ფაჩულიამ პოპსპორტთან ინტერვიუში თავისი ოცნების გუნდი დაასახელა. მან ის ხუთი კალათბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც, მისი აზრით, საუკეთესო გუნდს შექმნიდნენ. ზაზამ ხუთეული იმ მოთამაშეებიდან შეარჩია, რომელთა წინააღმდეგაც თავად გასულა პარკეტზე - ფაჩულია 16 წელია NBA-ში თამაშობს და უძლიერესი საკალათბურთო ლიგა ორჯერ მოგებულიც აქვს.

წაიკითხე | ზაზა საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, საუკეთესო ხუთეულის შერჩევისას, განსაკუთრებით ორ პოზიციაზე გაუჭირდა არჩევანის გაკეთება.

"დავრჩები იმ მოთამაშეებში, რომელთა წინააღმდეგად მითამაშია. გამთამაშებლის არჩევა ყველაზე ადვილია. აი, ორი ნომერი კი უკვე ძალიან რთულია, რადგან აქ ჯორდანსა და კობის შორის მიწევს არჩევანის გაკეთება... ასევე ძალიან ძნელია მესამე ნომრის არჩევა, სადაც ან კევინ დურანტს უნდა მივანიჭო უპირატესობა, ანაც ლებრონ ჯეიმსს. მეოთხე ნომრის და ცენტრის შერჩევა კი შედარებით გამიადვილდება," - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ, მის არჩევანს ვიდეოში ნახავთ, სადაც ზაზა დეტალურად გვიხსნის, ვის რატომ ანიჭებს უპირატესობას.

📺 ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ხუთეული

📋 მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები