Thumbnail

კრუზეიდერსმა სუპერ რაგბი ზედიზედ მესამედ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრუზეიდერსი 19:3 ხაგუარესი
  • ახალზელანდიურმა კლუბმა ტიტული მეათედ მოიგო

ახალზელანდიურმა კრუზეიდერსმა არგენტინული ხაგუარესი სუპერ რაგბის ფინალში 19:3 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. კრუზეიდერსისთვის სუპერ რაგბიში ეს რიგით მე-10 ტიტული აღმოჩნდა.

ახალზელანდიელებს ფინალში 14-ჯერ უთამაშიათ და აქედან ჩემპიონობა 10-ჯერ მოიპოვეს. ხაგუარესმა კი ფინალში პირველად გააღწია. მატჩის ერთადერთი ლელო კრუზეიდერსის მორაგბემ, კოდი ტეილორმა დადო, რომელიც რიჩი მო'უნგამ გარდასახა. მო'უნგამ 4 ჯარიმაც გაიტანა და მატჩი 14 ქულით დაასრულა. არგენტინელთა მხრიდან ერთადერთი ჯარიმა ხოაკინ დიას ბონილიამ გაიტანა.

სუპერ რაგბის დასრულებულ სეზონში 106 მატჩში 673 ლელო დაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერ რაგბიში მომავალი სეზონიდან იაპონური სანვულვზი აღარ იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები