Thumbnail
  • საუკეთესო 15-ეული, რომელთაც მსოფლიოს თასი არ მოუგიათ
  • მეორე დონის ქვეყნებიდან მსოფლიოს ნაკრებში მხოლოდ მამუკა გორგოძეა

სარაგბო მსოფლიოს თასის ოფიციალურმა საიტმა იმ მოთამაშეთა საუკეთესო 15-ეული შეადგინა, რომელთაც არასოდეს მოუგიათ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 15 რჩეულს შორის ერთი ქართველია - მე-8 ნომრად ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე მოხვდა. 

აღსანიშნავია, რომ გორგოძე ერთადერთი წარმომადგენელია მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან. 15-ეულში ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორიც ჯონა ლომუ, შეინ უილიამსი, ბრაიან ო'დრისკოლი, აუგუსტინ პიშო და სხვები არიან. 

"გვეთანხმებით, რომ ეს საუკეთესო 15-ეულია, რომელსაც მსოფლიოს თასი არ მოუგია? ჩვენს საიტზე თავად შეგიძლიათ თქვენი რჩეული უძლიერესთა 15-ეული აირჩიოთ", - ვკითხულობთ მსოფლიოს თასის ოფიციალურ ტვიტერზე. 

საუკეთესო XV, რომელთაც მსოფლიოს თასი არ მოუგიათ

თქვენი სასურველი 15-ეულის შედგენა ამ მისამართზე შეგიძლიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები