Thumbnail
  • 5 სექტემბერი  | ⌚ 17:30 | ⚽ საქართველო V სამხრეთ კორეა (სტამბოლი) 
  • 8 სექტემბერი  | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V დანია (თბილისი)  

საქართველოს ეროვნული ნაკრები სტამბოლშია და კორეის რესპუბლიკის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესი უკვე ორი დღეა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს.  სამშაბათს ვლადიმირ ვაისის გუნდის 25-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. 

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ქართველი ფეხბურთელები თამაშის მასპინძელ ფათიჰ თერიმის სახელობის, საფეხბურთო კლუბ ბაშაქშეჰირის სტადიონზე, 4 სექტემბერს გამართავენ.

ზურიკო დავითაშვილი ეროვნული ნაკრების დებიუტანტია

სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას. მოგეხსენებათ, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას დანიის ეროვნულ ნაკრებთან, ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ამ დროისთვის კი ნაკრების კაპიტანი სამხრეთ კორეასთან მატჩისთვის ემზადება.

საწვრთნელ პროცესში 3 სექტემბერს პირველად მონაწილეობდა დინამო თბილისიდან თურქულ კონიასპორში გადასული ლევან შენგელია. 23 წლის ფეხბურთელი კიდევ ერთ დებიუტანტთან, ზურიკო დავითაშვილთან ერთად, მოახლოებული ორი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

კიდევ ერთმა დებიუტანტმა, ლევან შენგელიამ სულ ახლახან კონიასპორთან კონტრაქტი გააფორმა 

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

ვლადიმირ ვაისს გაცილებით რთული მატჩი თბილისში ელის

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა ( დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები