Thumbnail

სონი საქართველოს წინააღმდეგ - კორეელთა შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სამხრეთკორეელთა შემადგენლობა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ
  • პაულო ბენტომ კორეელთა შემადგენლობაში 13 ლეგიონერი შეიყვანა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს სამხრეთ კორეის ნაკრებს თურქეთში შეხვდება. მატჩი ფათიჰ თერიმის სახელობის, საფეხბურთო კლუბ ბაშაქშეჰირის სტადიონზე გაიმართება. სამხრეთკორეელთა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ბენტომ ნაკრებში 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ნახევარიც ლეგიონერია.

სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ტოტენჰემის შემტევი ჰეუნ-მინ სონიც ითამაშებს, რომელიც ბენტუმ საქართველოსთან და თურქმენეთთან გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა.

სამხრეთ კორეის შემადგენლობა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

მეკარეები: სონ გიუ (ულსან ჰიუნდაი) ჩო ჰიუნ-ვუ (დაეგუ), კო იონ იუნი (კონსადოლე საპორო)

მცველები: კიმ იუნ კვონი (გამბა ოსაკა), კიმ მინ ძაე (ბეიჯინ გუოანი), პარკ ჯისუ (გუანჯოუ ევერგრანდი), კვონ კიუნ ვონი, კიმ ძინ სუ, ლიი იონი (ჯეონბუკი), ჰონ ჩული (სუვონი), კიმ ტაე ჰვანი (ულსანი)

ნახევარმცველები: ძუნ ვუ იანგი (ალ სადი), სუნ ჰო ბაკ (ჟირონა), ინ ბომ ჰვანგი (ვანკუვერი), ლი კან ინ (ვალენსია), ჩან ჰუნ კვონი (ფრაიბურგი), ლი ძაე სუნი (კილი), ლი ჩეონ იონი (ბოხუმი), ლი დონ კიუნი, კიმ ბო კიუნი (ულსანი), ჰეუნ სონ მინი (ტოტენჰემი) ჰვან ჰე ჩანი (ზალცბურგი), ნა სან ჰო (ტოკიო).

თავდამსხმელები: კიმ შინ ვუკი (შანხაი შენხუა), ლი ძუნ ჰიოპი (ბუსან პარკი), ჰვან ეუ ძო.

კომენტარები

ბოლო ამბები