- ტოჩინოშინმა მესამე დღის ორთაბრძოლა მოიგო
- ქართველმა სუმოისტი პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა
- 'იმედია, ეს ყველაფერს შეცვლის' - ტოჩინოშინის საიუბილეო მოგება ოძეკის რანგში
აკი ბაშოს მესამე დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში ჰოკოტოფუჯის დაუპირისპირდა და პირველი ბრძოლა მოიგო.
რანგით პირველ მაეგაშირას ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით მოუგო. შეხვედრა რამდენჯერმე თავიდან დაიწყო, რადგანაც სუმოისტები წესს არ იცავდნენ. საბოლოოდ, ტოჩინოშინმა და ჰოკუტოფუჯიმ დოჰიოზე 27 წამი გაატარეს და დღის ერთ-ერთი სანახობრივი შეხვედრა შემოგვთავაზეს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი აბი იქნება. ლევანს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 7 ბრძოლის მოგება სჭირდება.
კომენტარები