Thumbnail

შემადგენლობა ცნობილია - ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოსთვის ემზადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიო ჩემპიონატი 17-28 სექტემბერს ტაილანდში გაიმართება
  • საქართველოს ნაკრების ლიდერი, ლაშა ტალახაძე სრულ მზადყოფნაშია

17-28 სექტემბერს, ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. გიორგი ასანიძის გუნდი ტურნირისთვის დუშეთში ემზადება, ტაილანდში კი 15 სექტემბერს გაემგზავრება. 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. სრულ მზადყოფნაშია ნაკრების ლიდერი ლაშა ტალახაძე. ტაილანდში მედლების გარდა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შოთა მიშველიძე  61 კგ. 
გოდერძი ბერდელიძე 61 კგ. 
გოგა ჩხეიძე 67 კგ.  
კახი ასანიძე 73 კგ. 
არჩილ მალაყმაძე 73 კგ.
რევაზ დავითაძე 89 კგ. 
ანტონ  პლესნოი 96-102 კგ. 
ირაკლი ჩხეიძე 102 კგ. 
გიორგი  ჩხეიძე +109 კგ. 
ლაშა ტალახაძე +109 კგ. 
ლომია  თებიძე (რეზერვი) 81 კგ. 

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

შეკრება დუშეთში

კომენტარები

ბოლო ამბები