Thumbnail
  • კობი ბრაიანტმა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა
  • ლეგენდარული კალათბურთელის აზრით, ამერიკელები ყოველთვის ვეღარ მოიგებენ

NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ნაკრების ფიასკო კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტოპ-ვარსკვლავების არყოფნის გამო ჩაგდებული ტურნირი.

“ჩემი აზრით, ‘დრიმ თიმის’ დრო წავიდა. ამერიკის ნაკრებისთვის დიდ ტურნირებზე ადვილი არაფერი იქნება,” - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა. კობის აზრით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა აშშ-ის ეროვნული გუნდი, ნებისმიერი შემადგენლობით ყველას ადვილად უგებდა.

წაიკითხე კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

1992 წელს მაიკლ ჯორდანის, მეჯიქ ჯონსონისა და ლარი ბერდის გარშემო აწყობილმა აშშ-ის ნაკრებმა ბარსელონას ოლმპიურ თამაშებზე იფრინა და სწორედ მაშინ გაჩნდა გამოთქმა Dream Team (ოცნების გუნდი).

📋 მეტი ამ თემაზე:

მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე ამერიკელებს სუპერვარსკვლავები არ ჰყავდათ, გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა (79:89 საფრანგეთთან) და მაქსიმუმ მე-7 ადგილის დაკავებას შეძლებს, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.

“დანარჩენი მსოფლიო ახლა კი არა, უკვე დიდი ხანია, დაგვეწია. დადგა დრო, როდესაც ხან მოვიგებთ, ხანაც წავაგებთ,” - დასძინა NBA-ს ხუთგზის ჩემპიონმა.

კომენტარები

ბოლო ამბები