Thumbnail
  • აშშ-ის კალათბურთის ნაკრებმა მე-7 ადგილისთვის მატჩი მოიგო
  • გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პოლონეთი 87:74 დაამარცხა
  • ამერიკელებისთვის ეს ისტორიული ფიასკოა

აშშ-ის კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი იყო და მეოთხედფინალში, საფრანგეთთან ისტორიული მარცხის შემდეგ, ჩინეთში დარჩენა და კიდევ ორი მატჩის ჩატარება გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ადვილი ვერ იქნებოდა. თუმცა, საფრანგეთთან და სერბეთთან წაგებების შემდეგ, ამერიკელებმა მე-7 ადგილისთვის მატჩი მოიგეს - მათ პოლონეთის ნაკრები 87:74 დაამარცხეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-7 ადგილის დაკავება ამერიკის ნაკრებისთვის ყველა დროის ყველაზე ცუდი შედეგია! აქამდე, ყველაზე ცუდი შედეგი 2002 წელს მე-6 ადგილის დაკავება იყო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატები 1950 წლიდან ტარდება.

პოლონეთთან ნაკლებად ინტენსიურ მატჩში, ამერიკელებმა გარკვეულ ფაზებში საკმაოდ სანახაობრივი კალათბურთი ითამაშეს. პოპოვიჩის გუნდიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც 16 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასზე მეტი ქულა ჩააგდო პოლონელმა მატეუშ პონიტკამ (18).

📺 ვიდეო: აშშ 87:74 პოლონეთი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები