Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის 2021, 2022 და 2023 წლების ფინალების მასპინძლები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფამ ჩემპიონთა ლიგის სამი მომდევნო სეზონის ფინალის მასპინძლები გამოაცხადა
  • უემბლის მასპინძლობის უფლება 100-წლიანი იუბილის გამო გადასცეს

ლუბლიანაში უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი სეზონის (2020/21, 2021/22 და 2022/23) ფინალების მასპინძელი ქალაქები გამოაცხადა. 

2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ პეტერბურგი უმასპინძლებს, ხოლო 2022 წლის ფინალის მასპინძელი მიუნხენის "ალიანც არენა" იქნება. ასევე ცნობილია 2023 წლის ფინალის სტადიონი - ლონდონის "უემბლი". ეს სტადიონი 2023 წელს 100 წლის გახდება. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის გათამაშების ფინალი სტამბოლის "ათათურქზე" გაიმართება. 

უეფამ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად ევროპალიგის 2020/21 წლების ფინალის მასპინძელი სტადიონი გამოაცხადა. კანდიდატი ორი იყო თბილისის "დინამო არენა" და სევილიის "სანჩეს პისხუანი". სამწუხაროდ, უეფამ მხარი ესპანურ ვარიანტს დაუჭირა

კომენტარები

ბოლო ამბები