Thumbnail
  • 'ბორჯღალოსანთა' თავკაცმა ურუგვაისთან მატჩი  შეაფასა
  • მილტონ ჰეიგმა შერკინების ხაზის თამაში გამოარჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან მატჩს თვალი მზიანი მხრიდან მიადევნა, ბევრი ოფლი დაღვარა და უდავოა, კარგადაც გაირუჯებოდა, თუმცა, თამაშის შემდეგ ძალიან ბედნიერი ჩანდა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

ზელანდიელი სპეციალისტი მსოფლიო რაგბის ჟურნალისტის წინაშე საქართველოს დროშით წარსდგა, ბორჯღალოსნებს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა, ქომაგებს კი მადლობა ქართულად გადაუხადა. “ძაან დიდი მადლობა to our fans”, - მისმა ფრაზამ სწორედ ასე გაიჟღერა...

“ბიჭებით ნამდვილად ამაყი ვარ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს და ეს, ისაა, რისთვისაც ბოლო 4 თვე და იდეაში, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ვემზადებოდით. დღეს, უდიდესი სამუშაო გავწიეთ.

უკანა ხაზი მართლაც შეუდარებელი იყო. შერკინებაში და მოლში დიდი უპირატესობა გქვონდა და თუკი პირველ ტაიმში მეტოქე ასე თუ ისე გვაჩერებდა, მეორეში სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

დღეს მზეში ვიჯექი და გრძელსახელოებიანი სამოსი მეცვა, რაც კარგი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა. სიცხემ მართლაც შემაწუხა, თუმცა, ეს გამარჯვება ამად ღირდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში გვედგა”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” ურუგვაის ყველა კომპონენტში აჯობეს, 33:7 სძლიეს და პირველად ისტორიაში, ბონუს-ქულის აღება მოახერხეს, მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩი კი 3 ოქტომბერს ფიჯისთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები