- მალიორკა 1:0 რეალი
- გამარჯვების გოლი ჟუნიორ ლაგომ გაიტანა
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის შაბათის მატჩები რეალის ვიზიტმა დაასრულა ბალეარის კუნძულებზე, "სამეფო კლუბი" მალიორკას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ეს რეალის პირველი მარცხია სეზონში, მალიორკამ კი "სამეფო კლუბს" ბოლო დეკადაში პირველად მოუგო. რეალი 18 ქულით მეორე ადგილზეა, მალიორკას 10 ქულა აქვს.
მე-7 წუთზე ჟუნიორ ლაგომ შესანიშნავი სოლო-გოლი გაიტანა კურტუას კარში და მალიორკა დააწინაურა. მალე ვიდეორეფერიმ მალიორკას კიდევ ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
74-ე წუთზე ალვარო ოდრიოზოლამ ლაგოს წინააღმდეგ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "სამეფო კლუბი" 10 კაცის ამარა დატოვა.
მალიორკა 1:0 რეალი
გოლი: 1:0 ჟუნიორ ლაგო (7)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, მილიტაო, სერხიო რამოსი, მარსელო - ხამეს როდრიგესი, კაზემირო, ისკო (66. როდრიგო) - იოვიჩი (66. ვალვერდე), ბენზემა, ვინისიუსი (82. დიასი)
სხვა მატჩები
ეიბარი 0:3 ბარსელონა
ატლეტიკო 1:1 ვალენსია
ხეტაფე 2:0 ლეგანესი
კომენტარები