Thumbnail
  • მონპელიეს ოფიციალურ ვებგვერდზე უშანგი ჭეიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა
  • ქართველმა მორაგბემ ფრანგული კლუბის ჟურნალისტის 7 კითხვას უპასუხა

მონპელიეს ქართველმა მორაგბემ, უშანგი ჭეიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ფრანგულ ცხოვრებაზე, TOP 14-ზე, ეროვნულ ნაკრებსა და ჰობიზე ისაუბრა. ქართველმა მორაგბემ ივნისში კლუბთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგული პრესა მას მონპელიეს ქართველ იმედს უწოდებს.

- უშანგი, გააცანი შენი თავი გულშემატკივარს.

უშანგი ჭეიშვილი: მე ვარ უშანგი ჭეიშვილი - ქუთისიდან ვარ, სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქიდან. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. 17-წლამდე მეც იქ ვცხოვრობდი. საფრანგეთში წამოსვლამდე ერთი წელი უნივერსიტეტში ვსწავლობდი.

- რას ნიშნავს რაგბი შენთვის?

უშანგი ჭეიშვილი: პატარა ვიყავი, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე. მითხრეს, რომ რაგბი ერთ-ერთი კარგი სპორტი იყო, სადაც ვარჯიშის დაწყება შემეძლო. ჩემს ოჯახში არავინ თამაშობდა. ვცადე და შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა. ქუთაისში ვთამაშობდი, რის შემდეგაც ნაკრებში გამომიძახეს და საბოლოოდ მონპელიეში მოვხვდი.

- რატომ გადაწყვიტე შენი ქვეყნის დატოვება ასეთ ახალგაზრდულ ასაკში? არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

უშანგი ჭეიშვილი: ჩემი ოცნება იყო, რომ TOP 14-ში მეთამაშა. რა თქმა უნდა, რთული იყო ქვეყნის დატოვება, რადგანაც მხოლოდ ქართულად და ინგლისურად ვსაუბრობდი. საბედნიეროდ, აქ დამხვდნენ ქართველები: მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გაგი ბაზაძე და დავით ქუბრიაშვილი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. მეოთხე სეზონია, რაც აქ ვარ და ფრანგული საგრძნობლად გავაუმჯობესე. ყოველ წელს ქართველი მორაგბე გვემატება და პრობლემაც არ გვაქვს.

- შენი ოცნება ერთი წლის წინ ახდა, როდესაც TOP 14-ში ითამაშე...

უშანგი ჭეიშვილი: დიახ, ერთი წლის წინ რასინგთან ვითამაშე. მიშა ნარიაშვილი შევცვალე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელია TOP 14-ში. ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო. ცოტას ვნერვიულობდი, ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის მონპელიეს ღირსების დაცვა.

- როგორ ცხოვრობთ ქართველები? იპოვე შენი თავი მოედანს მიღმა?

უშანგი ჭეიშვილი: ქართველები დიდი ოჯახი ვართ. მე აქ ლუკა აზარიაშვილთან ერთად ჩამოვედი. გელა აფრასიძე ერთი წლით გვიან ჩამოვიდა. მიშა, კოტე და ლევანი ხშირად გვიწვევენ სახლში. ისინი გამოცდილები არიან, მატჩამდე ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. გვაწყნარებენ და გვგულშემატკივრობენ.

- რაგბის გარდა, კიდევ რა გიყვარს? რა მიზანი გაქვს კიდევ?

უშანგი ჭეიშვილი: საჭმელების კეთება მიყვარს. ამ დროისთვის კონკრეტული მიზანი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ერთ დღესაც ''ბორჯღალოსნების'' რიგებში უნდა ვითამაშო, მაგრამ ჯერჯერობით ამისგან შორს ვარ და კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო, რათა ყველა კომპონენტში საუკეთესოს მივაღწიო.

კომენტარები

ბოლო ამბები