Thumbnail
  • ინგლისის ნაკრები ჰაკას დროს ერთ ხაზზე არ განლაგდა
  • ედი ჯონსის გუნდმა ახალზელანდიელების ჰაკას უპასუხა

ახალი ზელანდიის ნაკრების მატჩის დროს, მთავარი ხიბლი, თამაშის გარდა, მატჩის დაწყებას აქვს, როდესაც ALL BLACKS ჰაკას ასრულებს. ტრადიციულად, ინგლისთან ნახევარფინალის წინ, ახალზელანდიელებმა ჰაკა შეასრულეს, რასაც ინგლისელებმა თავიანთი ''შოუთი'' უპასუხეს. ისინი ერთ ხაზზე არ განლაგდნენ და ასეთი ფორმით სცადეს ახალზელანდიელთათვის იმის მინიშნება, რომ ჰაკა მათზე გავლენას ვერ მოახდენდა.

მსაჯებმა ინგლისელთა რამდენიმე მორაგბეს უკან დაახევინეს, რადგანაც მსოფლიო რაგბის წესების თანახმად, მოწინააღმდეგ გუნდისა და ჰაკას შემსრულებელ ახალზელანდიელებს შორის მანძილი 10 მეტრი უნდა იყოს.

FOX SPORTS-ის კომენტატორები გაოცებულები დარჩნენ. ავსტრალიელთა ლეგენდამ, ფილ კერნსმა განაცხადა, რომ ინგლისელთა ქმედება ძალიან მოეწონა. "2011 წლის მსოფლიო თასი გაიხსენეთ, სადაც საფრანგეთის ნაკრები ახალზელანდიელებისკენ დაიძრა. მე მიყვარს ეს გუნდები. შეჩერდით მსაჯებო, რადგან ჩვენ ეს მოგვწონს.'' - აღნიშნა კერნსმა.

გარდა დადებითი გამოხმაურებისა, ინგლისელები გააკრიტიკეს კიდეც. ძალიან ბევრმა ქომაგმა ეს საქციელი ჰაკას შეურაცხყოფად აღიქვა.

2011 წლის მატჩი საფრანგეთსა და ახალ ზელანდიას შორის 📺

კომენტარები

ბოლო ამბები