Thumbnail

მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ - ნაკრები და კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტები

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

მანუჩარ მარკოიშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული კალათბურთი ევროპულ სარბიელზე დააბრუნა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იყო გუნდი, რომელიც როცა თამაშობდა, ყველამ ვიცოდით, რომ არავის არაფერს დაუთმობდა - არ ჰქონდა მნიშვნელობა, მეტოქე ვინ იყო. მოვიგებდით თუ წავაგებდით, შეგვეძლო, ამ გუნდით გვეამაყა. და მეტიც: ვიტყოდი, რომ ამ გუნდმა ოცნების უფლება მოგვცა - ზედიზედ ოთხი ღირსეულად ნათამაშები და ნაომარი ევრობასკეტით.

გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ გუნდის ხასიათს მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა მანუჩარ მარკოიშვილი - მებრძოლი, საიმედო, სტაბილური. და როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ვიცოდით - შეგიძლია გადამწყვეტი სროლა მანუს მიანდო. ჩემთვის ეს მოთამაშე სწორედ სიმშვიდესთან ასოცირდებოდა. სანამ მანუ პარკეტზეა, იცი, რომ გყავს ისეთი კაცი, ვისაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში დაცვასაც მიანდობ და შეტევასაც. 

წაიკითხე | MANUCIAO - მარკოიშვილის ემოციური წერილი კალათბურთს

ცუდი ამბავი ის არის, რომ წელს ეს თავგადასავალი დამთავრდა - მანუჩარ მარკოიშვილს, ქრონიკული ტრავმების ფონზე, კარიერის დასრულება მოუხდა. როგორც თვითონ აღნიშნა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში - "არ ვიცოდი, თუ შემეძლო ამდენი ტრავმის შემდეგ იგივე მოთამაშე ვყოფილიყავი".

მესმის ეს ამბავიც - ალბათ, არც გულშემატკივარი ისურვებდა, რომ დარბაზში მისულიყო და "ცოტა სხვანაირი" მანუ ენახა. მოკლედ, გული დაგვწყდა, თუმცა უნდა გავიგოთ - მანუ მარკოიშვილი მიდის.

ამ ამბის შემდეგ არ შეგვეძლო, რომ დიდი ინტერვიუ არ მოგვემზადებინა, სადაც ყველაფერზე ვისაუბრებდით - მისი კარიერის ექსტრაორდინალურ დასაწყისსა და 16 წლის ასაკში ნათამაშებ ევროლიგის ფინალზე, ევროპულ გამოცდილებებზე, იმ დიდ მოთამაშეებსა თუ მწვრთნელებზე, რომელსაც შეხვედრია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე. ეს ყველაფერი პოპსპორტის ინტერვიუში შეგიძლიათ ნახოთ. ამ სტატიას კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ შესაძლებლობად, რომ ვუთხრათ - მადლობა, მანუ!

📍 Otium • ოტიუმი

კომენტარები

ბოლო ამბები