Thumbnail
  • ოძელაშვილმა, ლილუაშვილმა და ღვინიაშვილმა გადამწყვეტი ორთაბრძოლები დათმეს
  • მერაბ დვალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე კვირას იასპარეზებს

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გასვლა საქართველოს სამბისტთა ნაკრების სამმა წევრმა მოახერხა, თუმცა, სამივემ მარცხი განიცადა.

ქალთა 72 კგ-მდე წონითი კატეგორიის გადამწყვეტი შერკინება რუს ანასტასია ხომიაჩკოვასთან 0:1 წააგო ნინო ოძელაშვილმა. შეხვედრა აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა, მსაჯებმა გაფრთხილებით ქართველი დასაჯეს.

მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) მონღოლ ალტანსუხ დოვდონთან 4-ქულიან გდებაზე დაეცა და 1:5 წააგო, ხოლო პაატა ღვინიაშვილი (90 კგ.) რუს სერგეი რიაბოვს ვერ გაუმკლავდა – 1:4.

დღესვე, კვარცხლბეკზე კიდევ ერთი ქართველი სამბისტი ავიდა. გივი ნადარეიშვილმა (52 კგ.) მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამბოს ნაკრები სამხრეთ კორეაში 11-კაციანი შემადგენლობით არის ჩასული, რომელშიც UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც იმყოფება. 28 წლის თბილისელი სპორტსმენი ძალებს კვირას, 10 ნოემბერს, საბრძოლო სამბოში სცდის.

კომენტარები

ბოლო ამბები