Thumbnail
  • იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
  • როგორც მოსალოდნელი იყო, იოგიმ მატს ჰუმელსი არ გამოიძახა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოვებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ბელარუსთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრებში ბუნდესგუნდს მათიას გინტერი და ჯონათან თა უბრუნდებიან, რომლებიც ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ტრავმირებულები იყვნენ.

გინტერისა და თას გარდა, ბუნდესგუნდში ბრუნდებიან ტონი კროოსი, ლეონ გორეტცკა, იონას ჰექტორი და ნიკო შულციც. ოქტომბერში, არგენტინასთან ტესტ-მატჩი (2:2) და ესტონეთთან ევრო 2020-ის შესარჩევის შეხვედრა (3:0) ასევე ტრავმების გამო გამოტოვეს. ემრე ჯანმა ესტონეთთან წითელი ბარათი მიიღო და მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ითამაშებს.

მომავალ მატჩებში ლიოვი ტრავმების გამო ლეროი სანეს, იულიან დრაქსლერს, მარსელ ჰალსტენბერგს, თილო კერერს, კევინ ტრაპს და ნიკლას ზიულეს ვერ გამოიყენებს. მიუხედავად დაცვის ცენტრში შექმნილი პრობლემებისა, ლიოვმა ნაკრებში არ დააბრუნა მატს ჰუმელსი. თუმცა, იოგი მომავალში დორტმუნდელის გამოძახებას არ გამორიცხავს.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ბერნდ ლენო (არსენალი)

მცველები: ემრე ჯანი (იუვენტუსი), მათიას გინტერი (გლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), რობინ კოხი (ფრაიბურგი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ჯონათან თა (ლევერკუზენი).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნადიემ ამირი (ლევერკუზენი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტკცა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი), მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), სუატ სერდარი (შალკე), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

კომენტარები

ბოლო ამბები