Thumbnail

ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველი სამბისტის მე-6 ოქრო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო
  • მან რუს სამბისტს მინიმალური სხვაობით მოუგო

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საბედნიეროდ, პირველი დღისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებმა მეორე საჭიდაო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.

ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელს, საიან ხერტეკს მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა.

სამწუხაროდ, ლევან ნახუცრიშვილი (74კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს სამხრეთ კორეაში 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს. ქართველ სამბისტთა ნაკრებს დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დავით ლორიაშვილი ფინალში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები