Thumbnail

მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეა. ქართველი მოთამაშე, რომელიც ენისეის ღირსებას იცავს, რუსეთის ჩემპიონი გახდა. ზედიზედ ოთხი წელია, რაც მისი კლუბი რუსეთის ჩემპიონის ტიტულს არ თმობს.

გარდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისა, მიხეილ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, სადაც მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი მორაგბე შეიყვანეს. ენისეიმ რუსეთის ჩემპიონატი დაასრულა, მაგრამ ახლა ჩელენჯ ქაფზე თამაშობს, სადაც უორჩესტერ უორიორსთან დიდი სხვაობით დამარცხდა.

მიხეილი ამ მატჩშიც გამორჩეული იყო. ინგლისურ კლუბს კი ლელო დავით მესხმა დაუდო, რომელმაც რუსულ კლუბს იმ შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები