Thumbnail
  • ნ’გოლოს გვარის გამოთქმის მიმართ ბევრი გაურკვევობა იყო
  • ჟურნალისტი მასთან სიმართლის დასადგენად მივიდა

ნ’გოლო კანტე 2016 წელს, ლესტერ სიტიში წარმატების შემდეგ ლონდონის ჩელსიში გადავიდა. ფრანგმა ფორმა “არისტოკრატების” რიგებშიც შეინარჩუნა და წარმატებით იასპარეზა. 28 წლის ფეხბურთელმა 2018 წელს საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ბოლო პერიოდში ხშირად მიდის კამათი, თუ როგორ გამოითქმის ნახევარმცველის გვარი - კანტე თუ კონტე. BBC-ის წამყვანი უილ პერი ფეხბურთელთან მივიდა და სიმართლე გაარკვია.

“საფრანგეთში ჩემი გვარი ასე გამოითქმის: ნ’გოლო კონტე, მალში კი კანტე ვარ,” - უთხრა უილს ფრანგმა.

წამყვანმა ჩელსის ნახევარმცველს ჰკითხა, რომელი ურჩევნია. “კონტე! ასე უკეთესია” - უპასუხა წარმოშობით მალელმა ფეხბურთელმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები