Thumbnail
  • ბარსელონა 5:2 მალიორკა
  • ლუის სუარესმა, შესაძლოა, სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში ბარსელონამ "კამპ ნოუზე" 5:2 გაანადგურა მალიორკა და რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა - ბარსას და რეალს 34-34 ქულა აქვთ.

მესიმ ოქროს ბურთი წარადგინა

5-დან 4 გოლი მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაიტანეს, ანტუან გრიზმანმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ლიონელ მესიმ, რომელმაც თავისი მე-6 "ოქროს ბურთი" პუბლიკას შვილების მეშვეობით წარუდგინა, პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, ხოლო 43-ე წუთზე ლუის სუარესმა არანორმალური სილამაზის გოლი გაიტანა - მალიორკას მეკარეს ბურთი თავზე ქუსლით(!) გადაუგდო. 

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა, სუარესმა მესის ჰეთ თრიკი შეასრულებინა.

მატჩის ჰაილაითები

საინტერესო ფაქტები

⚽ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა სეზონში მეორე ასისტი მიითვალა. 

⚽ ლიონელ მესი გახდა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ჰეთ თრიკის ავტორი - 35. მან კრიშტიანო რონალდო ჩამოიტოვა. 

⚽ ბარსელონამ ევროპის ტოპ 5 ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 10.

⚽ ლუის სუარესმა ყველა გუნდს გაუტანა, ვისაც კი ლა ლიგაში შეხვედრია.

კომენტარები

ბოლო ამბები