Thumbnail

გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფის ლიდერებში – ქართველი მორაგბე ორ კომპონენტში საუკეთესოა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მიხეილ გაჩეჩილაძე პირველია ბურთის წაღებასა და ბოჭვებში
  • ქართველი ფორვარდი 2019 წლის მსოფლიო თასზე არ წაიყვანეს

რუსული ენისეის ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა განაცხადში ვერ მოხვდა, ჩელენჯ ქაფის სტატისტიკურ ლიდერთა შორის იმყოფება.

ევროთასის 4 ტურის თავზე, 28 წლის ქართველი მეორეხაზელი საუკეთესო ერთბაშად ორ კატეგორიაშია: მას 53-ჯერ აქვს ბურთი წაღებული და 68 ბოჭვა აქვს განხორციელებული.

ამას გარდა, მიხეილი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მეორეა ოფლოუდებში.

საინტერესოა, რომ ჩელენჯ ქაფის გამორჩეულ მორაგბეთა შორის ენისეის კიდევ ერთი მორაგბე იმყოფება და ისიც ქართველია.

ქართველი ფლანკერი ნიკოლოზ სუხაშვილი მე-2 პოზიციაზეა მეტოქისთვის ბურთის ართმევაში – 5.

გაჩეჩილაძისა და სუხაშვილის კარგი თამაში მით უფრო დასაფასებელია, რომ ენისეის დაპირისპირება გაცილებით ძლიერ გუნდებთან უწევს.

რუსულ გუნდს ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში მეტოქეებად უელსური დრაგონსი, ფრანგული კასტრი და ინგლისური ვუსტერი ჰყავს და ამ დროისთვის ოთხივე მატჩი წაგებული აქვს.

ენისეი შემდეგ შეხვედრას გაისად 11 იანვარს, სტუმრად, ვუსტერთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები