Thumbnail

მიუნხენის ტურნირი | ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში მე-5 ადგილი დაიკავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
  • პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოდან ათი სპორტსმენი მიიღებს
  • ლიზი კილაძემ ახალგაზრდების ტურნირში მეხუთე ადგილი დაიკავა 

მიუნხენში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელიც 25 იანვარს დასრულდება. ტურნირი, რომელშიც უფროსებთან ერთად ახალგაზრდებიც გამოდიან, საქართველო 10 სპორტსმენითაა წარმოდგენილი - უფროსებში 4, ხოლო ახალგაზრდებში 6 მონაწილით. 

ასპარეზობაში თავდაპირველად ახალგაზრდები 10 მეტრი დისტანციიდან სროლაში ჩაებნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე 572 ქულა დააგროვა და ფინალში მე-4 ადგილით გავიდა ლიზი კილაძე, რომელმაც საბოლოოდ 174.8 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 560 ქულა ჰქონდა ნინო ხუციბერიძეს, რომელმაც 21-ე ადგილი დაიკავა. ვაჟებიდან ყველაზე უკეთ კაკო მოსულიშვილმა იასპარეზა - 565 ქულა და მე-20 ადგილი. იოანე ხვარეშიამ 561 ქულით დაასრულა გამოსვლა (28-ე), ნიკოლოზ მაჭარაშვილმა - 557-ით (38-ე), ხოლო ამირან ყორანაშვილმა - 553-ით (44-ე).

23 იანვარს მიუნხენში კვლავ ახალგაზრდები იასპარეზებენ. საქართველოდან ვაჟებში კაკო მოსულიშვილი, იოანე ხვარეშია, ნიკოლოზ მაჭარაშვილი და ამირან ყორანაშვილი გამოვლენ, გოგონებში კი - ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე.

მიუნხენის ტურნირში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად განიხილება, უფროსებში საქართველოდან ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და ვლადისლავ მაიოროვი იასპარეზებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები