- დინამო ბათუმი მათე ცინცაძით გაძლიერდა
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონისთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერია
- პოპსპორტის ექსკლუზიური ინტერვიუ დინამო ბათუმის ახალწვეულთან
მათე ცინცაძე ახალი სეზონიდან საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, დინამო ბათუმის ღირსებას დაიცავს. ბათუმელთათვის ეს მნიშვნელოვანი დამატებაა - ცინცაძეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდს ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმაროს. 25 წლის ასაკში მან საქართველოს ჩემპიონობაც მოასწრო, ევროტურნირებზეც იცავდა ქართული კლუბების ღირსებას და საქართველოს ფარგლებს მიღმაც მოსინჯა ძალები. მისი საჩემპიონო და ევროთასული გამოცდილება დინამოს ბათუმს შემდეგ სეზონში ძალიან დაეხმარება. ისიც სახსენებელია, რომ ცინცაძეს გია გეგუჩაძესთან უკვე აქვს მუშაობის გამოცდილება.
'პოპსპორტი' მათე ცინცაძეს შეხვდა. საქართველოს ჩემპიონატზეც ვისაუბრეთ, ნაკრებზეც, არც დინამო ბათუმი და მისი გულშემატკივარი დაგვიწყებია და თავად მათეც მოგვიყვა საკუთარ თავზე საინტერესო ამბებს. ეს ყველაფერი 'პოპსპორტის' ინტერვიუში.
კომენტარები