Thumbnail

კობი ბრაიანტის ტრაგედიის მთავარი მიზეზი და კითხვის ნიშნები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კობი ბრაიანტის ტრაგედიის დეტალები
  • ფრენა არ შეიძლებოდა, მაგრამ აკრძალულიც არ იყო

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდას, კობი ბრაიანტს (†41) გლოვობს და ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო?

კობის შვეულფრენი კალიფორნიის დროით კვირას დილით, ჯონ უეინის აეროპორტიდან აფრინდა, რომელიც ბრაიანტის სახლთან ახლოს, ნიუპორტ ბიჩზე მდებარეობს.  მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 13 წლის ქალიშვილიც. გაუგებარია, რატომ აფრინდა შვეულმფრენი საერთოდ, რადგან ფრენისთვის ცუდი ამინდი იყო და მინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებდა, რაც ოფიციალურად დადასტურებულია. ასევე ითქვა, რომ იმ რეგიონისთვის, სადაც კობის შვეულმფრენი ჩამოვარდა, ასეთი ნისლი უჩვეულოა. 

ნისლის გამო თვით პოლიციამაც კი არ ააფრინა შვეულმფრენები!

თუმცა, ფრენა აკრძალული მაინც არ იყო. კობის შვეულმფრენში პილოტი და 8 მგზავრი იმყოფებოდნენ. 

► კობის შვეულმფრენი კვირას, ამერიკის დროით 9 საათსა და 6 წუთზე აფრინდა. ეს გახლდათ 1991 წელს გამოშვებული Sikorsky S-76B.

ექსპერტი გერჰარდ ჰეგმანი: “ეს მისი პირადი შვეულმფრენი იყო, რომლითაც ძალიან ხშირად დაფინავდა. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ ძველი მოდელია, მაგრამ საერთო ჯამში სანდო შვეულმფრენია.”

► შვეულმფრენმა დაბალ სიმაღლეზე, ლოს ანჯელესის ზოოპარკს 6-ჯერ შემოუფრინა, მერე კი ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი. პილოტს კონტაქტი ჰქონდა კონტროლიორებთან.

ჰეგმანი: “6 წრის დარტყმა იმაზე მიუთითებს, რომ პილოტი არ იყო დარწმუნებული უსაფრთხოებაში და ფრენის შეწყვეტაზე ფიქრობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლოდინის რეჟიმში იყო და ფიქრობდა, გაფრენილიყო, თუ არა.”

► შემდეგ იყო ფრენა ავტობან 118-ის თავზე, მერე კი კურსი დასავლეთის მიმართულებით შეცვალა და ავტობან 101-ის თავზე გადავიდა, რის შემდეგაც სამხრეთისკენ, მთებისკენ გაფრინდა. 

ჰეგმანი: “ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხილვადობა ცუდი იყო. როგორც ჩანს, პილოტი ავტობანით ახერხებდა ორიენტირებას.”

► შვეულმფრენი, დიდი ალბათობით, ბორცვს გამოედო და ამის შემდეგ ჩამოვარდა, მისი სიჩქარე დაახლოებით 300 კმ/სთ იყო. 10 საათსა და 01 წუთზე 911-ში პირველი ზარი შევიდა.

თვითმხილველი ამბობს: “ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, გამოსცემდა უჩვეულო ხმას. ბურუსი იყო, მაგრამ მაინც ვხედავდი, როგორ ვარდებოდა. შემდეგ გაისმა გრუხუნი და ავარდა კვამლი. შვეულმფრენი ცეცხლის ალში გაეხვა და იქ ვერავინ გადარჩებოდა".

პილოტმა დაბალ სიმაღლეზე ფრენა, დიდი ალბათობით, ცუდი ხილვადობის გამო არჩია.

კატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 არასრულწლოვანი იყო. დაღუპულები არიან: კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი, კალათბურთის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, კალათბურთის მწვრთნელი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი ქალიშვილი პაიტონი, მფრინავი არა ზობაიანი.

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები