Thumbnail

'ეს შვეულმფრენები ციდან უბრალოდ არ ცვივა' - რას ამბობს ბრაიანტის ყოფილი პილოტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კობი ბრაიანტის ყოფილი პილოტის მოსაზრება
  • კურტ დიცის აზრით, მთავარი დამნაშავე უამინდობაა

კობი ბრაიანტის ყოფილი პილოტი კურტ დიცი კალათბურთის ლეგენდის ავიაკატასტროფას გამოეხმაურა. ის აქებს Sikorsky S-76B-ს და მას მოიხსენიებს, როგორც საიმედო ვერტმფრენს, რომელიც "ციდან უბრალოდ არ ცვივა. ეს არის საჰაერო ლიმუზინი, ფანტასტიკურ მდგომარეობაში, თუმცა საკმაოდ კომპლექსური. ამიტომაც შვეულმფრენი აუცილებლად უნდა მართოს ძალზე გამოცდილმა პილოტმა, რომელსაც სულ მცირე რამდენიმე ათას-საათიანი ფრენის გამოცდილება უნდა ჰქონდეს ორძრავიანი საფრენი აპარატების მართვის".

კურტ დიცი 2015 წელს იყო კობი ბრაიანტის პილოტი. არა ზობაიანი, რომელიც მართავდა ტრაგედიის დროს შვეულმფრენს, ასევე ძალზე გამოცდილი პილოტია, ამიტომაც დიცს მიაჩნია, რომ ტრაგედიის მიზეზი ამინდი უნდა იყოს და არა მექანიკური ან სხვა სახის პრობლემები. 

საბედისწერო რეისი

შვეულმფრენი 1991 წელს არის გამოშვებული, კობიმდე ის ილინოისის შტატის საკუთრება იყო. შეგახსენებთ, რომ ტრაგედიას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 50 წლის პილოტ არა ზობაიანისაც. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები