Thumbnail

კობი და ვანესა შვეულმფრენით ერთად არასდროს დაფრინავდნენ - შეთანხმება ჰქონდათ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • People კობი ბრაიანტისა და მისი მეუღლის შეთანხმებაზე წერს
  • ცოლ-ქმარი შვეულმფრენით ერთად არ დაფრინავდნენ

კობი ბრაიანტის (†41) ტრაგიკულმა დაღუპვამ მთელი მსოფლიო შეძრა!

კალათბურთის ლეგენდა კვირას საკუთარი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი ქალიშვილი (†13) და კიდევ 7 მგზავრი.

ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბორტზე არ იმყოფებოდა. ის და ბრაიანტების დანარჩენი 3 შვილი (17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა და 7 თვის კაპრი) სახლში იყვნენ.

კობის და ვანესას სიყვარული 20 წელს ითვლის. მათ ერთად ბევრი კრიზისი გადაიტანეს.

როგორც ირკვევა, ჩამოვარდნის შიშით, კობი და ვანესა შვეულმფრენით ერთად არასდროს დაფრინავდნენ.

ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი People ბრაიანტების ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით წერს. ამ უკანასკნელით თქმით, მათ შეთანხმება ჰქონდათ, რომ შვეულმფრენით ერთად არასდროს ეფრინათ.

“კობის და ვანესას ერთმანეთში შეთანხმება ჰქონდათ, რომ შვეულმფრენით ერთად არასდროს ეფრინათ,” - განუცხადა წყარომ People-ს. ბრაიანტებს არ სურდათ გარისკვა, რომ მათი ქალიშვილები მშობლების გარეშე დარჩენილიყვნენ...

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები