- ბარსელონა 2:1 ხეტაფე
- ანხელის სუპერგოლი
ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში კიკე სეტიენის ბარსელონამ მესამეადგილოსან ხეტაფეს 2:1 მოუგო და ქულებით (52) ლიდერს, მადრიდის რეალს დაეწია.
ბარსელონამ გოლები პირველივე ტაიმში გაიტანა - 33-ე წუთზე ლეო მესის გამჭოლი პასით ანტუან გრიზმანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 6 წუთში სერხი რობერტომ გაიტანა.
66-ე წუთზე 32 წლის ანხელ როდრიგესმა მასპინძელთა კარში სუპერგოლი გაიტანა, თუმცა ბარსამ 3 ქულა შეინარჩუნა, რაც ტერ შტეგენის ბრწყინვალე "სეივის" დამსახურებაა.
ბირდალასი (ხეტაფეს მწვრთნელი): "მატჩი 8-წუთიან მონაკვეთში წავაგეთ, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის დამსახურებაა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ, რომელმაც დიდი მატჩი ითამაშა და ფრეს მაინც იმსახურებდა".
კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "მოსალოდნელი იყო, რომ გაგვიჭირდებოდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. 29-ჯერ დავჯარიმდით და მეტი ბარათი მივიღეთ, მგონი ყველაფერი ნათქვამია".
კომენტარები