Thumbnail
  • ლაუტარო მარტინესის გადაბირებისთვის რეალ მადრიდიც იბრძოლებს
  • არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა ზაფხულში ბარსელონასაც სურს

ესპანური გამოცემა ‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, ზაფხულში მილანის ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი შეიძინოს.

22 წლის ფორვარდისთვის ბარსელონაც იბრძვის. ახლო წარსულში, თითქმის ყველა წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემა წერდა, რომ ლაუტაროს კატალონიურ გრანდში გადასვლა ძალიან რეალურია. ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მისი დამატება თვით ლიონელ მესიმ მოისურვა.

ლაუტარო მარტინესს ინტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ლაუტაროს ფასი 111 მილიონი ევროა. რამდენიმე დღის წინ ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ინტერში იმედი აქვთ, რომ ლაუტარო რეალში, ან ბარსელონაში გადასვლას არ მოისურვებს...

კომენტარები

ბოლო ამბები