Thumbnail

ვირუსის შიში - შოტლანდიის მწვრთნელი წილისყრაზე არ ჩავიდა, მიზეზი კორონავირუსია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სტივ კლარკს ვირუსის შეეშინდა
  • "უაზრო რისკი იყო" - ასე შეაფასეს მისი ქმედება შოტლანდიაში

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სტივ კლარკი ამსტერდამში უეფას 44-ე კონგრესს და შემდეგ გამართულ ერთა ლიგის წილისყრას კორონავირუსის გამო არ დაესწრო.

შოტლანდიელს ვირუსის შეეშინდა, "უაზრო რისკი იყო" - ასე შეაფასეს მისი ქმედება შოტლანდიაში.  მის ნაცვლად წილისყრაზე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - იან მაქსველი დაესწრო.

კლარკის შოტლანდია 26 მარტს ევრო 2020-ის პლეი-ოფში ჰემპდენ პარკზე ისრაელს უმასპინძლებს, ამ წყვილში გამარჯვებული კი ნორვეგია - სერბეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ამის შესახებ თათბირი გაიმართა და გადაწყდა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წილისყრაზე ჩასვლა უაზრო რისკი იყო." - განაცხადა SFA-ს პრესმდივანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები