Thumbnail
  • ევროპაბეთი და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ევროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. მემორანდუმს ხელი ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კაბულაშვილმა მოაწერეს.

ლაშა გოგუა, გიორგი კაბულაშვილი და ვაჟა წიპტაური

გიორგი კაბულაშვილი (საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ევროვნული ფედერაციის პრეზიდენტი)
"ჩვენთვის ევროპაბეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ფედერაციისთვის, წინსვლისთვის და განვითარებისთვის მსგავსი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. ჩვენ სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. გვინდა, რომ წელიწადში მინიმუმ 5 საერთაშრისო ტურნირი ჩავატაროთ და რა თქმა უნდა, ევროპაბეთი ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს. სწორედ ამიტომ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიას პარტნიორობისთვის."

ვაჟა წიპტაური (მებრძოლი)
"მადლობა ევროპაბეთს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კარგი იქნება და შედეგს გამოიღებს. უახლოეს ტურნირს 18 მარტს გერმანიაში გავმართავ GFC-ის ორგანიზაციაში. ჩემი მეტოქე გერმანელი მებრძოლი იქნება."

ვაჟა წიპტაური (მებრძოლი)

რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: „დროის კონტროლის“ ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიული ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები