Thumbnail

აბსურდი: ბელარუსმა საქართველო რომც დაამარცხოს, ფინალს მინსკში ვერ უმასპინძლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

17-ში უეფა იმსჯელებს, რა იქნება 26-31 მარტს - გადაიდება თუ არა ევრო 2020-ის პლეი ოფი (თავად ევრო 2020-ც), თუ უმაყურებლოდ ჩატარდება (ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად მატჩების ჩატარება, გამორიცხული გვგონია). მანამდე კი კვლავ 26 მარტის ნახევარფინალური მატჩის მოლოდინში ვართ, რომელიც ბელარუსის ნაკრებთან "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს.

წაიკითხე | 'ქართველებთან მატჩი არ იქნება?' - ბელარუსის მედია მთავრობის გადაწყვეტილებაზე

რა ხდება მეტოქის ბანაკში, როგორი ვითარებაა კორონავირუსის მხრივ? დაახლოებით, ჩვენნაირი - 21 შემთხვევა, აქედან 3 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ეროვნული ჩემპიონატის, რომელიც 19 მარტს იწყება, გარკვეული დროით უმაყურებლოდ ჩატარებას. 

12 მარტს ბელარუსის ჯანდაცვის სამინიტრომ ტელეგრამის არხის საშუალებით გამოაცხადა, რომ 6 აპრილამდე ზღუდავს ყველა კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებას საერთაშორისო მონაწილეობით ქვეყნის ტერიტორიაზე. რაც შეეხება, შიდა სპორტულ ღონისძიებებს, ამაზე გადაწყვეტილებას მალე გამოიტანენ. 

by.tribuna.com: "თუ საქართველოს ნაკრებთან მატჩი დროულად გაიმართება და ბელარუსის ნაკრები მოიგებს, ფინალი 31 მარტს არის დაგეგმილი და ბელარუსი ამ შემთხვევაში, მასპინძელია. ეს თარიღი კი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ხვდება". 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები