Thumbnail

გობერის წინააღმდეგ ითამაშა და კორონავირუსი აქვს - მესამე შემთხვევა NBA-ში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორონავირუსი NBA-ს კიდევ ერთ კალათბურთელს დაუდასტურდა
  • გობერის და მიტჩელის შემდეგ, დეტროიტის ფორვარდსაც დადებითი პასუხი აქვს

კორონავირუსი NBA-ს კიდევ ერთ მოთამაშეს აღმოაჩნდა - ამის შესახებ CBC Sports წერს. ეს გახლავთ დეტროიტ პისტონსის ფორვარდი კრისტიან ვუდი. ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის ტესტზე ვუდს დადებითი პასუხი ამოუვიდა. ეს იუტა ჯაზთან მატჩიდან 1 კვირის შემდეგ მოხდა - შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ვუდმა რუდი გობერის წინააღმდეგ ითამაშა, რომელსაც კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა.

კრისტიან ვუდი NBA-ს მესამე მოთამაშეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე, დადებითი პასუხი ჰქონდათ გობერს და დონოვან მიტჩელს.

ბოლო ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 157 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 5 839 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 75 937. ამ დროისთვის აშშ-ში დაინფიცირების 3 043 შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 60, გამოჯანმრთელდა 57 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები