Thumbnail

17 მარტს უეფამ 55-ვე წევრ ქვეყანასთან ერთად ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელიც კორონავისურის პანდემიის გამო საფეხბურთო სეზონში შესატან ცვლილებებს მიეძღვნა. 

ვიდეოკონფერენციის შემდეგ უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ:

1. ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ივნის-ივლისიდან 12 თვით გადადო.

"ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამჟამად შეჩერებულ შიდა ჩემპიონატებს და ორგანიზატორებს მათ დასრულებაში", - ვკითხულობთ უეფას განცხადებაში.

1. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდება.

"ეს მატჩები ივნისის დასაწყისის საერთაშორისო ფანჯარაში გაიმართება, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს სიტუაციის მიხედვით".  

ალექსანდერ ჩეფერინი: "ადამიანების ცხოვრება სწრაფად შეცვალა უხილავმა ოპონენტმა, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო. ახლა დროა, საფეხბურთო სამყარომ ერთიანობა, სოლიდარობა და ალტრუიზმი გამოავლინოს.

უეფას პრინციპი ფეხბურთის გულშემატკივრების, სტაფისა და მოთამაშეების ჯანმრთელობის პირველ ადგილზე დაყენებაა. მე მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების ევროპის მასშტაბით, რადგან ისინიც ამ პრინციპს იზიარებენ. 

ევროპული ფეხბურთის მთავარმა ორგანომ დიდი მსხვერპლი გაიღო - ევრო 2020. ევროპის ჩემპიონატის გადადება უეფას უდიდეს ფინანსურ დარტყმას მიაყენებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საამისოდ. 

ჩვენ ვერ დავუშვებდით ტურნირის 60 წლისთავის აღნიშნვნას ცარიელ სტადიონებზე. ფეხბურთი სოციალური საზოგადოების ძლიერი, მამოძრავებელი ნაწილია. კრიზისმა ფეხბურთის საუკეთესო მხარე გამოავლინა". 

კომენტარები

ბოლო ამბები