Thumbnail

კორონავირუსი | საჩოგბურთო სეზონში პაუზა ზაფხულამდე გამოცხადდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (АТР) და ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, საჩოგბურთო სეზონში კორონავირუსით გამოწვეული პაუზა 7 ივნისამდე გაგრძელდება. 

ამრიგად, 2020 წელს თიხნარზე პრაქტიკულად არცერთი ტურნირი ჩატარდება. გაუქმებულია ტურნირი რომში (იტალია), მადრიდში (ესპანეთი), რაბათში (მაროკო), მიუნხენში (გერმანია), ეშტორილში (პორტუგალია), ჟენევასა (შვეიცარია) და ლიონში (საფრანგეთი). 

გამონაკლისი შესაძლოა მხოლოდ საფრანგეთის ღია პირველობა აღმოჩნდეს, რომლის გადავადების თაობაზე ცნობილი მანამდე გახდა. გეგმის თანახმად, "როლან გაროსი" სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გაიმართოს

ამასთან, გაუქმებულია ჩელენჯერისა და ITF-ის ტურნირებიც, ჩოგბურთელთა ამჟამინდელი რეიტინგები კი გაყინულია.

COVID-19-მა გასული წლის მიწურულს, ჩინეთში იფეთქა და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო ცნობებით, კორონავირუსით პლანეტაზე 200 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 8 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

ბოლო ამბები